მიმდინარე გვერდი:   საწყისი

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

ნოემბერი 2019

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

29 ოქტომბერი 2019 წელი
სანერგე-სასათბურე მეურნებობაში მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების გამართვას აგრძელებს. სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები გაეცნენ. მოზარდებს მეურნეობის მუშაობის სპეციფიკის შესახებ დეტალური ინფომაცია სამსახურის ხელმძღვანელმა - დავით დიასამიძემ მიაწოდა. ამ ეტაპზე სანერგე სასათბურე მეურნეობაში შემოდგომა–ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები უკვე დათესილია.

»»»

28 ოქტომბერი 2019 წელი
სანერგე-სასათბურე მეურნეობაში სტუდენტები იმყოფებოდნენ.
ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს გაეცნენ. ამ ეტაპზე სანერგე სასათბურე მეურნეობაში შემოდგომა–ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები უკვე დათესილია. სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა გამწვანების სამსახურისგან სიმბოლურად ერთწლოვანი ყვავილები მიიღეს საჩუქრად. მოგვიანებით, ბათუმის დამოუკიდებელი სასწავლებელის წარმომადგენლებმა ბათუმის ცენტრალურ პარკში ხე-მცენარეებისგან გაშენებულ გულის ფორმის ლოკაციასთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

»»»

25 ოქტომბერი 2019 წელი
ლერმონტოვის ქუჩაზე ხეები დაირგო.
ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” აქტიურად აგრძელებს ქალაქის სხვადასხვა ქუჩის გამწვანებას. დღეს ლერმონტოვის ქუჩაზე №107 (ა;ბ;გ) 46 ძირი ხე-მცენარე ( ტუია სმარაგდი ოქროსფერი, ტუია სფეროსებრი, ფოტინია შტამზე, გინკობილობა, მუხა ქართული ,მაგნოლია სულანჟა, ჟასმინი, ფრენელა) დაირგო. გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხეები ბავშვებმა და მოქალაქეებმა დარგო.გამწვანების სამუშაოებში სკოლა "გორდას" და "ნიკეს" მოსწავლეებმა მიიღო მონაწილეობა. მათ უკვე სახელობითი ხეები აქვთ.

»»»

23 ოქტომბერი 2019 წელი
სანერგე სასათბურე მეურნეობას პატარები ესტუმრნენ
სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს შპს „ლელების“ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და აღმზრდელ–მასწავლებლები გაეცნენ. ამ ეტაპზე სანერგე სასათბურე მეურნეობაში შემოდგომა–ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები უკვე დათესილია. ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში, ხე-მცენარეების მოვლისა და ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების ჩატარებას კვლავ გეგმავს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღსაზრდელებმა და დირექციის წარმომადგენლებმა გამწვანების სამსახურისგან სიმბოლურად ერთწლოვანი ყვავილები მიიღეს საჩუქრად.

»»»

22 ოქტომბერი 2019 წელი
22 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე ხე-მცენარეები დაირგო. თარიღთან დაკავშირებით „მეგასკოლის“ მოსწავლეებმა და ა(ა)იპ „გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა ტუიას ნერგები დარგეს. აქციის ფარგლებში პირველკლასელებს უკვე სახელობითი ხეები აქვთ. ცნობიერების ამაღლების მიზნით დაგეგმილი გამწვანების აქცია მიზნად ისახავდა სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაზრდას მოსწავლე-ახალგაზრდობაში და ზოგადად საზოგადოებაში. ხის დარგვის საერთაშორისო დღე 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი ამერიკელი ბოტანიკოსი და ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი, სტერლინგ მორტონია.

»»»

21 ოქტომბერი 2019 წელი
თამარის დასახლებაში მცენარეები დაირგო.
ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” აქტიურად აგრძელებს ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში დარგვით სამუშაოებს. თამარის დასახლებაში 27 ძირი ხე-მცენარე ( 17 ძირი ტუია სმარაგდა, 4 ძირი ფოტინია შტამზე და 6 ძირი გინკობილობა) დაირგო. თამარის დასახლებაში გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხეები ბავშვებმა და მოქალაქეებმა დარგო. მათ უკვე სახელობითი ხეები აქვთ.

»»»

18 ოქტომბერი 2019 წელი
სანერგე-სასათბურე მეურნეობას პატარები ესტუმრნენ.
სანერგე-სასათბურე მეურნეობის მუშაობის პროცესს ბათუმის №34 საბავშვო ბაღის აღსაზრდელები და აღმზრდელ–მასწავლებლები გაეცნენ. ამ ეტაპზე სანერგე სასათბურე მეურნეობაში შემოდგომა–ზამთრის სეზონურად მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილები უკვე დათესილია. ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" სანერგე-სასათბურე მეურნეობაში, ხე-მცენარეების მოვლისა და ჩითილების გამოყვანის შესახებ სადემონსტრაციო ჩვენების ჩატარებას კვლავ გეგმავს.

»»»

17 ოქტომბერი 2019 წელი
17 ოქტომბერს ვეტერანთა დღე აღინიშნება
ვეტერანთა დღესთან დაკავშირებით ბათუმის ცენტრალური პარკში ვეტერანებმა ხე-მცენარები დარგეს. დღეიდან პარკს 25 ძირი ჯაკარანდას ხე შეემატა, რომლებიც ვეტერანთა სახელობისაა. ვეტერანთა დღე 17 ოქტომბერს საქართველოში 2015 წლიდან აღინიშნება. სამუშაოები ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა” შეასრულა.

»»»

16 ოქტომბერი 2019 წელი
მარჯანიშვილის ქუჩაზე მცენარეები დაირგო
ა(ა)იპ “ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური” აქტიურად აგრძელებს ქალაქის სხვადასხვა მონაკვეთში დარგვით სამუშაოებს. დღეს მარჯანიშვილის ქუჩაზე 29 ძირი ხე-მცენარე ( 13 ძირი ტუია სმარაგდა და 16 ძირი კალისტემონი) დაირგო. მარჯანიშვილის ქუჩაზე გამწვანების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ხეები მოქალაქეებმა დარგო. მათ უკვე სახელობითი ხეები აქვთ. გამწვანებით სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ ტურისტებიც. მიმდინარე წელს ეტაპობრივად გაგრძელდება ქუჩების მასშტაბური გამწვანება

»»»