მაგნოლია (Magnolia) — მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ხეები და ბუჩქებია. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი.
ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, დანარჩენი — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
დიდყვავილა მაგნოლია მარადმწვანე, ოცდაათი მეტრი სიმაღლის ხეა.
»»»