მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

დეკემბერი 2018

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

16 ნოემბერი 2018 წელი
ანონსი
დღეს 14:00 საათზე ბათუმში ლორიას ქუჩის № 2 გამწვანების აქცია ჩატარდება. ხე-მცენარეებს პატარებთან ერთად ადგილობრივები და გამწვანების სამსახურის თანამშრომლები დარგავენ. აქტივობა „მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ პროექტის ფარგლებში ტარდება.

»»»

15 ნოემბერი 2018 წელი
სასათბურე მეურნეობაში ნერგების გადარგვა მიმდინარეობს
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ სასათბურე მეურნეობაში დეკორატიულ და ყვავილოვან მცენარეთა ნერგებისა და ჩითილების გადარგვა მიმდინარეობს. კვირის ბოლომდე სპეციალურ ნიადაგის ნაზავში ( პერლიტი, ტორფი, ბაღის მიწა) მცენარეების გადარგვის პროცესი გაგრძელდება. 100 ქოთანი ბროწეული, ჰიბისკუსი, კამელია, ფორზიცია,სპირეა და ბაღის ვარდი უკვე დაბინავებულია

»»»

14 ნოემბერი 2018 წელი
მიმდინარე წლის 14 ნოემბერს შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" საშემოდგომო სამუშაოებს აგრძელებს. დღეს მელაშვილის ქუჩის № 2/4 საცხოვრებელი კორპუსის ეზოები მოწესრიგდა. გამწვანების თანამშრომლებმა ეზოებში სხვადასხვა სახეობის ხე- მცენარეები დარგეს. პ. მელიქიშვილის ქუჩაზე არსებული ხე-მცენარეები დეკორატიული ფორმირება განხორციელდა. სამუშაოების დასრულებისთანავე დასუფთავდა მიმდებარე ტერიტორია.

»»»

12 ნოემბერი 2018 წელი
''მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - პროექტის ფარგლებში ჯავახიშვილის ქუჩაზე გამწვანების აქცია გაიმართება
''მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ ახალი პროექტი გრძელდება. პროექტის ფარგლებში დღეს ჯავახიშვილის ქუჩის №78/80 ეზოებში გამწვანების აქცია გაიმართა. 2 ლოკაციაზე 10 -მდე დასახელების (ჰიბისკუსი,დაფნაფილუმი, მაგნოლია,ოლეანდრა,მუტაბილისი, მახონია, გინკობილობა, ქაფური, მიმოზა) ბუჩქოვანი, ყვავილოვანი და მარადმწვანე ხე - მცენარეები დაირგო. ჯავახიშვილის ქუჩაზე სულ 80 ძირი ნერგი დაირგო.

»»»

11 ნოემბერი 2018 წელი
“მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ – გამწვანების სამსახურის ახალი ინიციატივა
ბათუმის ეზოებსა და უბნებში ახალი მასშტაბური გამწვანებითი აქციები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველს შეეძლება. “მწვანე სივრცე ყველა ეზოში“ - ახალი ინიციატივა არის, რომლის განხორციელება ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა დაიწყო. პროექტი დღეს თამარის დასახლებიდან დაიწყო, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან და გამწვანების სამსახურის ახალ ხელმძღვანელთან დავით დიასამიძესთან ერთად დაესწრო.

»»»

10 ნოემბერი 2018 წელი
გამწვანების სამსახური უქმეებზე აგრძელებს მუშაობას
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური" საშემოდგომო სამუშაოებს უქმეებზეც აგრძელებს. გამწვანების თანამშრომლებმა რუსთაველისა და გოგებაშვილის ქუჩებზე ყვავილნარები სარეველებისგან გაწმინდეს, ასევე სკვერებში შეტალინ იქნა ნიადაგი.

»»»

9 ნოემბერი 2018 წელი
სასათბურე მეურნეობაში დეკორატიულ და ყვავილოვან მცენარეთა დაკალმება აქტიურ ფაზაშია
ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ სასათბურე მეურნეობაში დეკორატიულ და ყვავილოვან მცენარეთა დაკალმება აქტიურ ფაზაშია. რამდენიმე დღეა მცენარეების ( ოლეანდრე, კალისტემონ-ციტრინა, ვარდი, ევროპული ძახველი) დაკალმების პროცესი მიმდინარეობს. თოთოეულ კულტურას სპეციალისტები შესაბამის გრუნტში ათავსებენ.

»»»

8 ნოემბერი 2018 წელი
მახინჯაურში ისრაფილ ჯინჭარაძის სახელობის სკვერი ხე-მცენარეებით განახლდა
მახინჯაურში ისრაფილ ჯინჭარაძის სახელობის სკვერი ახალი ხე-მცენარეებით განახლდა. დღეს ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლებმა სკვერში გარტენზიები და აბელიები დარგეს. ასევე წრიულის ირგვლივ დეკორატიული ბალახი(კარექსი) დაირგო. პარალელურად სკვერში ჩატარდა გასხვლითი, სარეველებისგან გაწმენდისა და ნიადაგის გაფხვიერების სამუშაოები.

»»»

7 ნოემბერი 2018 წელი
პირველ სამუშაო დღეს ახალი ხელმძღვანელი სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
პირველ სამუშაო დღეს ახალი ხელმძღვანელი ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ ყინულის შადრევანთან მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. დავით დიასამიძემ თითოეული თანამშრომლისგან სამუშაო გრაფიკისა და სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინა. აღნიშნულ ლოკაციაზე დეკრატიული ქვიშისა და ხე-მცენარეების სარეველებისგან გასუფთავების , ნიადაგის გაფხვიერებისა და გათიბვის სამუშაოები ჩატარდა.

»»»