მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

ოქტომბერი 2018

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



სიახლეები

20 სექტემბერი 2013 წელი
ყვავილების ამოღება
20 სექტემბერი, ფიროსმანის ქუჩის კლუმბი, საბაგიროსთან და გემბანზე ყვავილების ამოღება და ნიადაგის დამუშავება, გადაბარვა, გაფხვიერება, ნაგვის გატანა.

»»»

19 სექტემბერი 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
19 სექტემბერი, იუსტიციის სახლის მიმდებარე სკვერში და საყვავილეებში ვარდების გასხვლა, ნიადაგის გაფხვიერება, ბორდიურებისა და სავალი ბილიკების გაწმენდა სარეველებისგან, გუმილისის პალმების გასხვლა, ძირების გაფხვიერება, ყვავილების ამოღება ლოგოში და დამუშავება, ნაგვის გატანა.

»»»

13 სექტემბერი 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
13 სექტემბერი, თეატრის მიმდებარე სკვერში, ორნამენტულად დარგული ბზების გასხვლა-ფორმირება, გაწმენდა სარეველებისგან; საყვავილე კლუმბებში ძველი ყვავილების ამოღება და გაწმენდა სარეველებისგან, ნიადაგის დამუშავება; თავისუფლების მოედანზე ხის ძირებისა და ბუჩქოვანების ირგვლივ ნიადაგის გაფხვიერება, ნაგვის გატანა.

»»»

6 სექტემბერი 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
06 სექტემბერი, გოგებაშვილისა და გორგილაძის ქუჩებზე ნიადაგის გაფხვიერება ხეებისა და ბუჩქოვანების ირგვლივ, ბორდიურებისა და სავალი ბილიკების გაწმენდა სარეველებისგან, დრაცენების გაწმენდა ხმელი ფოთლებისგან, ჰომეროფსის პალმების გასხვლა, ხეებზე გამხმარი და გადაზრდილი ტოტების შეჭრა

»»»

2 სექტემბერი 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
02 სექტემბერი, ბაგრატიონის ქუჩის გზა-გამყოფ ზოლში ახალდარგული მცენარეების (პალმებისა და ჰიბისკუსების) ძირებში მინერალური სასუქის შეტანა, გაფხვიერება ნიადაგის; მერიის, თავისუფლების მოედნის და საზღვაო ნავსადგურის საყვავილეებიდან ძველი ყვავილების ამოღება, ნიადაგის გადაბარვა, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»

ახალი სკვერი
მიმდინარე წლის, აგვისტოს ბოლოს, ქ. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩის გზაგამყოფ ზოლში, ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ მიერ მოეწყო სკვერი, რომელშიც განთავსებული იქნა შემდეგი სახის დეკორატიულ-ყვავილოვანი ხე-მცენარეები: ბზა, აბელია, ღვია, ტუია, კვიდო, ირმის რქა, ჰიბისკუსი (მუტაბილის), იუკა და აზალია. ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ საქმიანობაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ ნაწილად ითვლება ქალაქში ხე-მცენარების დარგვა, მათი მოვლა-პატრონობა და დეკორატიული გაფორმება, რაც ქალაქის ლანდშაფტური არქიტექტურის განუყოფელი ნაწილია. ა(ა)იპ ,,ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის’’ მიერ იგეგმება მრავალი ასეთი გამწვანებითი ღონისძიებები.

»»»

29 აგვისტო 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
29 აგვისტო, რუსთაველის, იმნაძისა და ბარათაშვილის ქუჩის სკვერებში ბუჩქოვანების გასხლვა გაფორმება, ნიადაგის გაფხვიერება ხეებისა და ბუჩქოვანების ირგვლივ, ბორდიურებისა და სავალი ბილიკების გაწმენდა სარეველებისგან, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა

»»»

27 აგვისტო 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
27 აგვისტო, მ. აბაშიძის გამზირზე, გორგილაძის ქუჩის - მერიის, წმ. ბარბარეს ეკლესიისა და საზღვაო სადგურის მიმდებარე სკვერებში ყვავილების ამოღება, გატანა, ნიადაგის გადაბარვა, მოსწორება-დამუშავება, მაგნოლია სულანჟის გასხლვა-გაფორმება, მარწყვის ხეების (შტამპიანი) გასხლვა, გადაზრდილი ტოტების შეჭრა, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»

20 აგვისტო 2013 წელი
მცენარეების მოვლითი სამუშაოები
19-20 აგვისტო, ბაქოს ქუჩის მიმდებარე სკვერში სავალი ბილიკებისა და ბორდიურების გაწმენდა სარეველებისგან, ნიადაგის გაფხვიერება მცენარეების ძირებში, ტერიტორიის დასუფთავება და ნაგვის გატანა.

»»»