წერეთლის ქუჩაზე სამსახურმა სამუშაოები დილით ადრე დაიწყო

წერეთლის ქუჩა და მიმდებარე ტერიტორია უკანონო გარემოვაჭრეების დახლებისგან გათავისუფლდა. დღეს დილიდან გამწვანების სამსახურმა აღნიშნულ ქუჩაზე აქტიურად დაიწყო გამწვანების სამუშაოები, სადაც 66 ძირი ხე-მცენარე - კიპარისის დარგვა იგეგმება.
შეგახსენებთ, ქაოტურად მოწყობილი უკანონო გარევაჭრობა მუდმივად იწვევდა სატრანსპორტო მოძრაობის გადატვირთვას და ანტისანიტარიას, რაც წერეთლის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს უქმნიდა.