გამწვანების სამსახურმა საჩუქრად ხე-მცენარეები მიიღო

ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საჩუქრად ხე-მცენარეები გადასცა.
გამწვანების სამსახურმა სხვადახვა სახეობის 250-ზე მეტი მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ხე-მცენარეები მიიღო.
მემორანდუმის ფარგლებში არაერთ სასიკეთო ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელების ეფექტურ საშუალებას იძლევა.
გამწვანების სამსახური მადლობას უხდის ბათუმის ბოტანიკურ ბაღს თანამშრომლობისთვის.