ხანძრის ლოკალიზებაში გამწვანების სამსახური ჩაერთო

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ავგიაში გუშინ გაჩენილი ხანძრის დროს სამაშველო სამსახურთან ერთად გამწვანების სამსახურიც მუშაობდა. ხანძრის შედეგად დაზიანებული 4 ძირი ხე მოიჭრა. სამუშაოებს ადგილზე გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილე შავლეგ ფხაკაძე ხელმძღვანელობდა.