ტაბიძის ქუჩაზე 44 ძირი ხე-მცენარე დაირგო

ბათუმში გამწვანების სამუშაოები აქტიურად გრძელდება. გ.ტაბიძის ქუჩაზე უკვე დაირგო 44 ძირი ხე-მცენარე, მათ შორის ტუია,ტირიფი და ლიკვიდამბარი.
თქვენს მიერ დარგული თითოეული ნერგი თქვენი ოჯახის წევრი გახდება!-ამ სლოგანით დარგვითი სამუშაოები გაგრძელდება და მოიცავს არა მარტო ქუჩებსა და სკვერებს არამედ მთელ ქალაქს.
ხე-მცენარეები ახალი პროექტის - “სილამაზე და ჯანსაღი გარემო ქალაქის ქუჩებში ‘’ ფარგლებში დაირგო.