ბზის გადარჩენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება მიმდინარეობს

ა(ა)იპ "ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურმა" ბზის გადარჩენის მიზნით პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიწყო.
დღეს დილიდან ბათუმის დრამატული თეატრის მიმდებარედ ალურათი დაავადებული ბზა სპეციალისტებმა შეწამლეს.
გამწვანების სამსახური ბზის სხვადასხვა მავნებლების, მწერებისა და დაავადებების საწინააღმდეგოდ წამლობითი ღონისძიებებს წელიწადში რამდენჯერმე ატარებს.
ალურა - ეს არის დაავადება, რომლის შედეგად მრავალწლიან ნარგავებს ესევა მავნებლები. ( 2014 წელს გურიაში დაფიქსირდა საშიში მავნებელი ალურას დაავადება, რომელიც მიეკუთვნება პეპლების (Lepidoptera) ოჯახს.)