მიმდინარე გვერდი:   საწყისისიახლეები

ფურუსულა (primula hybrida)ზიზილა (bellis)ბარცხანა პიაცამერიის სკვერიძველი ბათუმიაეროპორტის მიმდებარე ტერიტორიააეროპორტის გზატკეცილიმერიის სკვერისაქართველოს დროშასანაპიროთეატრის მიმდებარე ტერიტორიასანაპირომთავრობის სახლის მიმდებარე ტერიტორიანეპტუნის შადრევანიაჭარის დროშა

დეკემბერი 2019

ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
       1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31

სიახლის გამოწერა

სახელი:
ელ. ფოსტა:

გამოწერა


გამოკითხვა

ჩვენი საიტი...

შეფასება

 

შედეგები


ამინდი



მაგნოლიები ბათუმს მე-19 საუკუნიდან ალამაზებს

მაგნოლიები ბათუმს მე-19 საუკუნიდან ალამაზებს

  მაგნოლია (Magnolia) — მცენარეთა გვარი მაგნოლიასებრთა ოჯახი. მარადმწვანე ან ფოთოლმცვენი ხეები და ბუჩქებია. მეტწილად დიდი ფოთლები აქვთ. ყვავილები კენწრული და ორსქესიანია, უმეტესად სურნელოვანი.
 ნაყოფი გირჩისებრი, მრავალფოთლურაა, საიდანაც ძაფზე ჩამოკიდებული, წითელ გარსში მოქცეული თესლი. ცნობილია მაგნოლიის 80-მდე სახეობა, მათგან 20-მდე სახეობა ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდება, დანარჩენი — სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.
დიდყვავილა მაგნოლია მარადმწვანე, ოცდაათი მეტრი სიმაღლის ხეა. აქვს დიდი, თეთრი, სურნელოვანი ყვავილები. ხეზე ყვავილები ერთბაშად არ იშლება, არამედ მონაცვლეობით – თითო გაშლილი ყვავილი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ხარობს.
„Liliflora Magnolia ‘’(შროშანას ფოთოლა მაგნოლიას), მაგნოლიის აღმოსავლურ-აზიური სახეობაა, რომელიც 1,5 – 2 მეტრი სიმაღლის ბუჩქია და აქვს იისფერი ფოთლები. შროშანას ფოთოლა მაგნოლიას ყვავილობას ადრე გაზაფხულზე იწყებს. 
 მაგნოლიებს დეკორატიულობის გამო, „მცენარეთა სამყაროს არისტოკრატებს“ ეძახიან.
 აჭარაში მაგნოლიები ჩრდილოეთ ამერიკიდანაა ჩამოტანილი. ზღვისპირეთში ძირითადად დიდყვავილა მაგნოლიის (Magnolia grandiflora) სახეობა გვხვდება, რომელიც მაისის ბოლოსა და სექტემბრის დასაწყისში ყვავილობს. 
 ბათუმში მაგნოლიები ძირითადად მე-19 საუკუნის დასასრულსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში დაირგო. გამწვანების სამსახურის ინფორმაციით მაგნოლიები, რომლებსაც ექვსი მაისის პარკში, დემეტრე თავდადებულისა და ზუბალაშვილს ქუჩებზე შეხვდებით, 1906 წელსაა დარგული.მაგნოლიის ხეებს ბათუმის ქუჩების გარდა ბულვარშიც შეხვდებით. 
 ერთ-ერთი უძველესი მაგნოლია კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე, სომხურ ეკლესიასთან არის დარგული. ეს მაგნოლია 1898 წელს ცნობილმა მარინისტმა, ივანე აივაზოვსკიმ დარგო.

 

 


«««