ქალაქის იერსახეზე ზრუნვა გრძელდება

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ სამუშაოებს ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე აგრძელებს.
დღეს ბათუმის შემოსასვლელში (გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე) გამწვანების სამსახურის მიერ 60 ძირი სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგო.
პარალელურ რეჟიმში, რუსთაველის ქუჩაზე ვაშინგტონიის პალმები გაისხლა. ასევე მემედ აბაშიძის ქუჩაზე ხე-მცენარეები გაიწმინდა ბალახისგან და გაფხვიერდა ნიადაგი.
#გამწვანებისსამსახური
#ვზრუნავთბათუმზე