ესტაკადაზე არსებული გამყოფი ზოლი მოწესრიგდა

დღეს ქალაქის ცენტრალურ შემოსასვლელში, ესტაკადაზე არსებული გამყოფი ზოლი სამსახურის თანამშრომლებმა მოაწესრიგეს. ლოკაცია გაიწმინდა ბალახებისგან და გაფხვიერდა ნიადაგი.
ა(ა)იპ „გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ქალაქის იერსახეზე ზრუნვას აგრძელებს.