ქალაქში არსებული რეკრეაციული ზონების, სკვერების, ეზოების მოწესრიგება გრძელდება

ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ აქტიურად აგრძელებს ქალაქში არსებული რეკრეაციული ზონების, სკვერებისა და ეზოების მოწესრიგებას.
დღეს გამწვანების თანამშრომლებმა შოთა რუთაველის ქუჩაზე არსებულ სკვერში (წმ.ბარბარეს სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია) მცენარეების ირგვლივ ნიადაგი გააფხვიერეს და ყვავილები დარგეს.
პარალელურ რეჟიმში მთის ძირის ქუჩაზე 25 ძირი ხე-მცენარე - მაცუდანა ტირიფი დაირგო.
„თქვენს მიერ დარგული თითოეული ნერგი თქვენი ოჯახის წევრი გახდება!“ - ამ ლოზუნგით გამწვანების სამუშაოები ქალაქის მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს.