ქალაქის მოწესრიგება აქტიურად გრძელდება

ქალაქის შემოსასვლელთან (გვირაბი), ი. გოგებაშვილის ქუჩის ნაწილი, თამარის დასახლების ეზოები და ლიანდაგის მიმდებარე ტერიტორია დღეს გაიცელა.
პარალელურ რეჟიმში მახინჯაურში და ი.გოგებაშვილის ქუჩაზე არსებულ სკვერებში ხე-მცენარეები გაიწმინდა სარეველებისგან და გაფხვიერდა ნიადაგი.
ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური“ ზრუნავს ქალაქის იერსახეზე.