ქალაქში სამუშაოები გრძელდება

ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახური ყადირ შერვაშიძის ქუჩაზე ხეების გასხვლა-ფორმირების სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ მისამართზე ტერიტორიის მოწესრიგება რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურ რეჟიმში აქტიურად გრძელდება სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე. იმნაძისა და გოგებაშვილის ქუჩებზე მცენარეთა ძირების გაფხვიერება და სეზონურად მოყვავილე ყვავილების გაწმენდა მიმდინარეობს.