ქალაქის იერსახის მოწესრიგება გრძელდება

ქალაქის იერსახის მოწესრიგების მიზნით რამდენიმე ლოკაციაზე სამუშაოები ერთდროულად მიმდინარეობს.
ა(ა)იპ „გამწვანებისა და ლანდშაპტური დაგეგმარების სამსახურის“ თანამშრომლების მიერ ბათუმში არსებული რეკრეაციული ზონები, გზის გამყოფი გაზონები, ასევე მრავალ სართულიანი კორპუსების ეზოები და სკვერები გაიცელა. დღეს მოწესრიგდა დევნილთა დასახლება, სულებერიძის, შაფათავას და აღმაშენებლის ქუჩების ნაწილი.
პარალელურ რეჟიმში, ფილებისა და სავალი ბილიკების ჰერბიციდით შეწამვლა მიმდინარეობს.