50 წლის მებაღე გულნარა ქამადაძე

პროფესიით მებაღე, 50 წლის გულნარა ქამადაძე ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურში უკვე 8 წელია მუშაობს.იგი ახალსოფლის სანერგე-მეურნეობაში ყოველდღიურად ყვავილების მოვლით არის დაკავებული.
მრავალშვილიან დედას ძალიან უყვარს ბუნება, ხე-მცენარეები და განსაკუთრებით ყვავილები. მისი სურვილია მომავალ თაობას ყვავილების სიყვარული ჩაუნერგოს.
4 შვილის დედას და 2 შვილიშვილის ბებიას დღეს 50 წელი შეუსრულდა. გამწვანების სამსახური შრომისმოყვარე თანამშრომელს ულოცავს დაბადების დღეს! დიდხანს სიცოცოხლეს, ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებს!