ქალაქში ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

ამ წუთებში ესტაკადის მიმდებარე ტერიტორიაზე ზამთარ მოყვავილე ერთწლოვანი ყვავილების დასარგავად ნიადაგის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე ა(ა)იპ „ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის” ხელმძღვანელი დავით დიასამიძე იმყოფებოდა. გამწვანების სამსახური აქტიურად აგრძელებს ქალაქის იერსახეზე ზრუნვას.